ქეთი გიგაშვილი

11072247_803887899676505_1163287576_nქეთი გიგაშვილი ჟურნალისტია. ქეთი ახალი ამბების კორესპონდენტად მუშაობდა. მოგვიანებით, პროფესიული საქმიანობა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გააგრძელა. ჯერ იყო “სტუდია GNS, შემდეგ “გრიფის გარეშე”, დღეს კი “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტია.

ქეთი ასევე დაინტერესებულია დოკუმენტური ფილმებით. მისი ფილმი სტუდენტური ფესტივალი GIPA DOCU-ს 2012 წლის გამარჯვებულია.

ქეთი თავის კურსელებთან ერთად MTC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჯიპას დამთავრების შემდეგ, ქეთის და სხვა დამფუძნებლებს უნდოდათ, რომ ინოვაციური იდეები ორგანიზაციის საშუალებით განეხორციელებინათ. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი პროექტია ონლაინ რადიო, რომელიც მსმენელს რადიო ფორმატისთვის განსხვავებულ გადაცემებს სთავაზობს.