ჩვენს შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრი 2013 წელს დაარსდა. დღეს, როდესაც ტრადიციული მედია სოციალურმა მედიამ ჩაანაცვლა, ჟურნალისტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ ახალი ამბები და სხვა ჟურნალისტური ნამუშევრები აუდიტორიას გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გადასცენ. დღეს როდესაც უბრალო სმარტფონიც კი გვაძლევს სატელევიზიო მასალის მომზადების საშუალებას, ჩვენი ორგანიზაციის მნიშნელობა კიდევ უფრო იზრდება.

ორგანიზაციის მისია:

MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრის მიზანია, სხვადასხვა პროექტების და აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალი მედიის განვითარებასა და საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზაცია განსაკუთრებით ცდილობს ახალი მედიის განვითარებას რეგიონებში. სადაც საზოგადოება მიმდინარე მოვლენების შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. ასევე ვცდილობთ, დავეხმაროთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რათა თამამად შეძლონ მათ ირგვლივ არსებული პრობლემების გაშუქება სოციალური მედიის დახმარებით. ეს ხელს უწყობს როგორც რეგიონალური მედიის განვითარებას, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.

ორგანიზაციის წევრები

MTC- მულტიმედია ტრენინგ ცენტრის დამფუძნებლები არიან ‘საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის’ (GIPA) მედიასკოლის კურსდამთავრებულები. მათი უმეტესობა დღეს მოქმედი, წარმატებული ჟურნალისტები და მედია მკვლევარები არიან. ორგანიზაციის წევრობა ნებისმიერ, ახალი მედიით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ორგანიზაცია მიესალმება ახალ იდეებს და მაქსიმალურად მხარს უჭერს ახალგაზრდების ჩართულობას ორგანიზაციის საქმიანობაში.